ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ორი დააკავეს.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს დაკავებულთაგან ერთი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი, ხოლო მეორე ყოფილი თანამშრომელია.
დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.