საქართველო არ მაინტერესებს - რაულ ხაჯიმბა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე - Palitra News

საქართველო არ მაინტერესებს - რაულ ხაჯიმბა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

2019-08-26 20:04:35+04:00

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოში დაბრუნების თაობაზე განცხადებას გამოეხმაურა.„ამ სიტუაციაში საქართველო მე არ მაინტერესებს. მათ განცხადებებს არავითარი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოსთვის არ აქვს“, - განაცხადა ხაჯიმბამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.მან დასძინა, რომ „აფხაზეთს ჰყავს მოკავშირე - რუსეთის ფედერაცია, რომელთანაც რესპუბლიკა მუშაობს“. ყველაფერ დანარჩენს ხაჯიმბამ „უაზრო ლაპარაკი“ უწოდა.ამ ინფორმაციას „სპუტნიკ- აბხაზია“ ავრცელებს.