თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, MAN-ის ტიპის დარჩენილი 50 ავტობუსი, რომელიც ივნისის ბოლომდე უნდა შემოეყვანათ, დედაქალაქში სექტემბრის ბოლოს იქნება.
როგორც კალაძემ "პალიტრანიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამის გამო მას კომპანიის წარმომადგენლებთან "ძალიან ცუდი საუბარიც" ჰქონდა.
რაც შეეხება კომპანია MAN-ის დაჯარიმებას, როგორც კალაძე აცხადებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმები გამოყენებული იქნება.