ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ საქმიანობის სფერო შეიცვალა და მისი ლიკვიდაციაც შეწყდა. ეროვნული ბანკმა თანხმობა მისცა შპს „მისო კავკასიის მიკრო კრედიტს“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც მიკროსაფინანსო საქმიანობას არ ახორციელებს.
სების ბრძანების მიხედვით, აღნიშნული განკარგულება უნდა გაეგზავნოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში შეიძლება.