ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება, სადაც ღიადაა დაგმობილი აფხაზეთის რეგიონში არჩევნების ჩატარება, პოლონეთის მხარის ინიციატივით მომზადდა.