"ირანმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების სანაცვლოდ დღეში 700,000-დან მილიონნახევრამდე ბარელი ნავთობის ექსპორტი მოითხოვა", - ამის შესახებ სააგენტო "როიტერსს" ირანის ხელისუფლების ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირანის საგარეო მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფის საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში განხორციელებული ხანმოკლე ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ცნობილია, ირანის საგარეო მინისტრმა "დიდი შვიდეულის" სამიტის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში ზარიფი ფრანგ კოლეგასა და საფრანგეთის პრეზიდენტსაც შეხვდა, სადაც ის პირობები განიხილეს, რამაც შესაძლოა, თეირანსა და ვაშინგტონს შორის აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შემდეგ შექმნილი დაძაბულობის დეესკალაცია მოახდინოს.
თუმცა, როგორც "როიტერსს" ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა განუცხადა, "დიდი შვიდეულის" ლიდერებმა ვერ შეძლეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაერწმუნებიათ, რომ ირანზე დაკისრებულ სანქციებზე უარი ეთქვა.