ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებამ „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო, საქართველოსთან ე.წ საზღვრის რამდენიმე დღით ჩაკეტვა გადაწყვიტა. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, 25 აგვსიტოს 20:00 საათიდან ე.წ. საზღვარზე მოქალაქეთა გამარტივებული გასვლის პუნქტებში ხალხის გაშვება შეწყდება ხოლო 27 აგვისტოს დილის 06:00 საათზე განახლდება.