რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხიდან გაათავისუფლეს. იგი ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში. მას ბრალად ედებოდა მოსკოვში მოსახლეობისთვის საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოწოდება. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა, რა დროსაც მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეეშინდათ და მოსკოვში მასშტაბურ ანტისამტავრობო აქციებს შეუერთდნენ.
"მე მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო იმ დეპუტატების, იმ კანდიდატების მიმართ, რომლებსაც მუდმივად აპატიმრებენ, და მიუხედავად ამისა, პოზიციას არ იცვლიან. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მათში ვხედავთ ჩვენ ახალ ნამდვილ ოპოზიციას“ - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.
შეგახსენებთ, მოსკოვში მასობრივი აქციები მას შემდეგ გაიმართა, რაც ოპოზიციონერ კანდიდტებს მოსკოვის სათათბიროს არჩევნებში დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს. ოპოზიცია მთავრობის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.