ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვარს კეტავს - Palitra News

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვარს კეტავს

2019-08-22 13:06:45+04:00

ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე-ფაქტო ხელისუფლებამ "დამოუკიდებლობის აღიარების" 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო, საქართველოსთან "საზღვრის" რამდენიმე დღით ჩაკეტვა გადაწყვიტა.

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, 25 აგვისტოს, 20:00 საათიდან ე.წ. საზღვარზე მოქალაქეთა გამარტივებული გასვლის პუნქტებში ხალხის გაშვება შეწყდება.

"გამშვები პუნქტების ჩვეულებრივი მუშაობა განახლდება 27 აგვისტოს დილის 06:00 საათზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.