დონალდ ტრამპმა დანიის პრემიერი განცხადებას "უხამსი" უწოდა. მისი თქმით, დანიას გრენლანდიის ყიდვასთან დაკავშირებით უბრალოდ შეეძლო ეთქვათ უარი ვაშინგტონისთვის და არ გამოხმაურებოდნენ ამ საკითხს იმ ფორმით, როგორც გამოეხმაურნენ. ტრამპის თქმით, სწორედ ეს გახდა მის მიერ დანიაში დაგეგმილი ვიზიტის გადადების მიზეზიც.
"მე ველოდებოდი დანიაში წასვლას, თუმცა, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გრენლანდიის ყიდვის საკითხი აბსურდი იყო, ვფიქრობ ეს შეუფერებელი განცხადება იყო. შეეძლო უბრალოდ ეთქვა "არა, ჩვენ არ ვართ დაინტერესბული", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის მიერ ვიზიტის გაუქმებას გუშინ დანიის პრემიერი მეტე ფრედერიქსენი გამოეხმაურა, მისი თქმით, სამწუხაროა და მისთვის მოულოდნელი ტრამპის ვიზიტის გაუქმება.
"თუმცა, ეს არ ცვლის ჩვენ შორის კარგი ურთიერთობებს, რა თქმა უნდა ჩვენ გავარძელებთ დიალოგს აშშ-სთან თუ როგორ შეიძლება განვავითაროთ კავშირები", - აღნიშნა დანიის პრემიერმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გრენლანდიის შესყიდვის სურვილზე გასულ კვირას The Wall Street Journal-მა დაწერა, რასაც დანიელი პოლიტიკოსების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.