საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტთა შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში პოზიციები განიხილეს. დაიგეგმა საველე სამუშაოები, კერძოდ ერთობლივი აზომვები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე და მათი დათვალიერება. 19-23 აგვისტოს პერიოდში ექსპერტები ერთობლივად გაივლიან ცალკეულ მონაკვეთებს და დაგეგმავენ შემდეგ ეტაპზე დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების დათვალიერებას.