პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ვარაუდობს, რომ ბიძინა გეგიძეს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა სურს და მის განცხადებებს, რომ სუს-ში დაბარება, დეპუტატის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, ამას უკავშირებს. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ბიძინა გეგიძეს არასდროს ჰქონია პირადად მასთან და გუნდის სხვა წევრებთან კომუნიკაციის პრობლემა, რათა პრობლემური საკითხები განეხილა. ამათან პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყების მიერ დასმული კითხვები არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური განცხადებების კეთების საფუძველი.