ბერლინი მზად არის შეთანხმების გარეშე ბრექსითისთვის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისი თქმით, იგი აპირებს 21 აგვისტოს ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონთან შეხვედრას, რა დროსაც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხს განიხილავენ.
"ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შედეგისთვის, იმ შემთხვევაში თუ შეთანხმების გარეშე მოხდება ბრექსითი. თუმცა, მე შევეცდები ვიპოვო გამოსავალი მოლაპარაკებების ბოლო დღემდე. ვფიქრობ უმჯობესი იქნება თუ ბრიტანეთი შეთანხმების მიხედვით დატოვებს ევროკავშირს და არა მის გარეშე. თუმცა, თუ ეს არ იქნება შესაძლებელი, მაშინ ჩვენ მომზადებულები ვიქნებით ალტერნატიული გზისთვის", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ იგი შეეცდება ევროკავშირის ლიდერებთან ბრექსითის საკითხზე მოლაპარაკებების წარმოებას, თუმცა, შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაშიც ბრიტანეთი ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებს.