17 აგვისტოს, პრემიერლიგის მეორე ტურში "მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემის" მატჩი 2:2 დასრულდა.
მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. 90+2-ე წუთზე კი გაბრიელ ჟეზუსის გოლი მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა, რადგან გადაცემის გაკეთებამდე მცველ ლაპორტას ბურთი ხელზე მოხვდა.
რაჰიმ სტერლინგმა კარიერაში პირველად ზედიზედ 4 მატჩში გაიტანა გოლი.
აგუერომ "ეტიჰადზე" პრემიერლიგაზე 97 გოლი გაიტანა. მასზე მეტი გოლი საკუთარ სტადიონზე მხოლოდ რუნის (101) და ანრის (114) აქვთ გატანილი.
აგუერო 65-ე წუთზე მწვრთნელმა გვარდიოლამ გაბრიელ ჟეზუსით შეცვალა და მოედნიდან გასვლისას მათ
შორის შელაპარაკება მოხდა.