დღეს საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება. როგორც მოსალოდნელია, მაკრონი შეხვედრისას შეეცდება დაარწმუინოს კრემლის ლიდერი, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები აღადგინოს.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დაგეგმილია ორმხრივი ურთიერთობების მთელი სპექტრის - პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხების განხილვა. ასევე იმსჯელებენ უკრაინასა და სირიაში არსებული კონფლიქტების მოგვარებაზე. შეხვედრა ბრეგანსონში, საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართება.
შეგახსენებთ, მაკრონი პუტინს პირველად ვერსალის სასახლეში 2017 წლის მაისში შეხვდა.