ირანული გემი, რომელიც ივლისის შემდეგ დაკავებული იყო, გიბრალტარის პორტიდან დაიძრა. იგი გიბრალტარში გასული თვის დასაწყისში დააკავეს, ვინაიდან მას ბრალად ედებოდა სირიაში ნავთობის გადატანა, რაც ევროკავშირის სანქციებს ეწინააღმდეგება. თუმცა, გიბრალტარმა თეირანისგან გარანტია მიიღო, რომ ტანკერი ნავთობს სირიაში არ ჩაიტანდა, რის შემდეგაც გემის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. ამჟამად ტანკერი ხმელთაშუაზღვაშია და საბერძნეთის ქალაქ კალამატაში აპირებს გაჩერებას.
შეგახსენებთ, ირანული ტანკერის გათავსიფულებას ეწინააღმდეგებოდა აშშ. როგორც გიბრალტარის სასამართლომ განაცხადა, ვაშინგტონის მოთხოვნას ირანული გემის დაკავებასთან დაკავშირებით, ვერ დააკმაყოფილებენ, ვინაიდან ირანის წინააღმდეგ ამერიკის სანქციები ევროკავშირში არ მოქმედებს.