2018 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თბილისში განხორციელდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დედაქალაქში ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ 33 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში სულ მილიარდ 265 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 35.5 %-ით ნაკლებია.
2018 წელს თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვემო ქართლში განხორციელდა. მას მოსდევს აჭარა, სამცხე ჯავახეთი და იმერეთი.