საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, საქათველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. ამ დროისთვის უცნობია, თუ რას უკავშირდება გეგიძის სუს-ში დაბარება.
"მოგესალმებით. ყოველგვარი შესავლის გარეშე გაცნობებთ, რომ გამოკითხვაზე დაბარებული ვარ სუს-ში და ამ დღეებში ვაპირებ მისვლას!", - წერს გეგიძე სოციალურ ქსელში.