ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, Fitch-მა დაასახელა ძირითადი გამოწვევები, რის წინაშეც დგას საქართველოს ეკონომიკა, თურნავას განცხადებით, რუსეთის ავიაემბარგოს და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებული გამოწვევა, კვლავაც რჩება არასტაბილურობის ფაქტორად .ამასთან, მინისტრის განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტორის გამო საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,3 პროცენტული პუნქტით შეამცირა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2019 წელი ჩვენ მაღალი მაჩვენებლით დაასრულოს.