მოსკოვთან, ჟუკოვსკში, "ურალის ავიახაზების" თვითმფრინავი აირბუსი A321, რომელიც სიმფეროპოლისკენ მიფრინავდა, მინდორზე ავარიულად დაეშვა. ბორტზე, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით, 234 ადამიანი იმყოფებოდა. ავარიული დაშვებისას 23 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2-დან 9 წლამდე ასაკის 9 ბავშვია. ოთხ ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
აეროპორტში სასწრაფოდ დაბრუნების მიზეზი თვითმფრინავის ორივე ძრავში ფრინველების მოხვედრა გახდა, რამაც ცეცხლი გამოიწვია. ეკიპაჟმა თვითმფრინავის მინდორში, აეროპორტის საფრენი ზოლიდან ერთ კილომეტრში დასმა მოახერხა.
შესაბამისმა სამსახურებმა საავიაციო ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.