გუგუტიანთკარის მოსახლეობა აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალები დილიდან დამატებით ლითონის კონსტრუქციებს ამონტაჟებენ - Palitra News

გუგუტიანთკარის მოსახლეობა აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალები დილიდან დამატებით ლითონის კონსტრუქციებს ამონტაჟებენ

2019-08-15 13:01:24+04:00

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკართან, რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები მეორე დღეა, აქტიურად აგრძელებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ერთი კვირის წინ განთავსებული ბოძების გარდა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დილიდან დამატებით ამონტაჟებენ ლითონის კონსტრუქციებს, რომლებზეც ე.წ. სასაზღვრო ბადეებს ამაგრებენ.

შეგახსენებთ აღნიშნულთან განცხადებით გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ქართულმა მხარემ საქმის კურსში ჩააყენა ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.