საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მის ჰუმანიტარულ შედეგებს ეხებოდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად. თავის მხრივ, უცხოელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა