ტელეკომპანიები - "იმედი", "მაესტრო" და "რუსთავი 2" დავალიანებებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან. როგორც ტელეკომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მზად არიან პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მისასალმებელია. ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს მოუწოდა ტელევიზიებს, მიმდინარე დავალიანებების გადახდა დაიწყონ დღესვე, ძველ დავალიანებებზე კი ელოდებიან ტელეკომპანიების ხელმძღვანელების შეთავაზებას, როგორ ხედავენ ისინი ვალების რესტრუქტურიზაციას.