საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს - Palitra News

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

2019-08-14 14:08:02+04:00

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს. მათივე ცნობით აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.