ლევან ხაბეიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, სოსო რამიშვილის, გადადგომას მოითხოვს. მისი თქმით, სოსო რამიშვილი იმ კორუფციული სქემის მონაწილეა, რომელიც ეხებოდა დღგ-ს დამალვას.
ხაბეიშვილის განმარტებით, რამიშვილი იქამდე უნდა ჩამოშორდეს უწყებას, სანამ ობიექტურად არ წარიმართება გამოძიება, ვინაიდან ხაბეიშვილის თქმით, შეუძლებელია კაცი, რომელიც თავად არის ეჭვმიტანილი დანაშაულში და ფულის გათეთრებაში თვითონ იყოს ამ საქმის გამოძიების მწარმოებელი.
გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილმა ასევე ის პიროვნებებიც დაასახელა, რომელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს.