ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე და ძმა დაჭრა. შემთხვევა რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მოხდა.როგორც პალიტრანიუსს შსს-ში ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა ძმას და მეუღლეს, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა.
დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.