ჰონგ-კონგის აეროპორტში საპროტესტო აქციების გამო ავიარეისები დროებით შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ჰონგ-კონგის მოსახლეობა უკვე მე-5 დღეა რაც, აეროპორტში საპროტესტო აქციებს მართავს. დემონსტრაციების გამო აეროპორტმა მუშაობა რამდენიმე საათით შეაჩერა.
აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ აეროპორტს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ-კონგიდან ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონი მიიღო.
ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი 1997 წლამდე დიდი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა, რომელიც ჩინეთს იმ პირობით გადაეცა, რომ პეკინი მის შიდა საქმეებში არ ჩაერეოდა.