"რუსთავი 2"-ს არ უნდა ჰქონდეს ვალების რესტრუქტურიზაციაზე პრეტენზია, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ ხელისუფლებამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ვალების რესტრუქტურიზაცია მოახდინოს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტელეკომპანიას რამდენიმე მილიონიანი ლარის დავალიანება აქვს, ხელისუფლებას არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯები, რაც ტელეკომპანიის მუშაობას ხელს შეუშლიდა.