პაატა სალია - გვარამიამ "კურიერის" საარქივო მასალა მინიმალურ ფასად მიჰყიდა "ინტერმედიას", გვარამიას სასამართლოში ვუჩივლებთ - Palitra News

პაატა სალია - გვარამიამ "კურიერის" საარქივო მასალა მინიმალურ ფასად მიჰყიდა "ინტერმედიას", გვარამიას სასამართლოში ვუჩივლებთ

2019-08-12 17:05:31+04:00

რუსთავი 2-ის გაყიდვის გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა მდგომარეობამ მიიყვანა, - ეს განცხადება რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გააკეთა. იგი ტელეკომპანიაში შექმნილ მდგომარეობას ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიზანმიმართულ მოქმედებებს უკავშირებს, რასაც მისი თქმით, შესაბამისი დასკვნები ადასტურებს. პაატა სალიას განცხადებით, რუსთავი 2-ს აქვს ძალიან დიდი დავალიანებები, რის გადასახდელადაც კრედიტორები რამდენიმე დღიან ვადას აძლევენ. ამასთან, სალიას განცხადებით, ქიბარ ხალვაშის მიზანია, რომ კომპანია არ გაკოტრდეს, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება რუსთავი 2 გაყიდოს.