ევროპაში საერთო-ევროპული მონაცემთა ბაზა შეიქმნა, რომელიც ევროპული ღვინოების ნამდვილობას მათი გეოგრაფიული წარმომავლობის და სახელდებების მიხედვით აღრიცხავს. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
მონაცემთა ბაზა 3 ათას 200 დასახელების ღვინოსა და სპირტიან სასმელს აერთიანებს, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე იწარმოება. მონაცემთა ბაზა, რომელიც ღია და საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველასთვის, მოიცავს პრუდუქციის სრულ აღწერას, მათ შორის: ღვინის დასახელებას, მწარმოებელ ქვეყანასა და მის სავაჭრო კოდს.