იურისტი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტისთვის მიწერილ წერილში, რომლითაც გენერალური პროკურორი დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტს თანხმობის გაცემას სთხოვდა, სერიოზული ლაფსუსებია. მისი თქმით, მოყვანილია შეუსაბამო ან ბუნებაში არარსებული საქმე ევროპული სასამართლოდან. იურისტი თავის განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ დოკუმენტში, რომელიც ჯერ პარლამენტის კომიტეტმა განიხილა. ნაცვლიშვილი აღნიშნულ წერილზე დაყრდნობით პარლამენტარების გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს. ნაცვლიშვილის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი გამოეხმაურა.