მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი The Irishman, რომელში რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო თამაშობენ ნიუ-იორკის კინოფესტივალს გახსნის. ნეტფლიქსის ფილმი ლეგენდარული რეჟისორისა და ცნობილი კინოვარსკვლავის რობერტ დე ნიროს მეცხრე კოლაბორაციაა. სცენარის ავტორი სტივ ზეილიენია, რომელმაც ჩარლზ ბრენდტის წიგნის I Heard You Paint Houses-ის ადაპტაცია გააკეთა.