ბოლო პერიოდში საქართველოში საკმაოდ გახშირდა ავტორიზებული ბანკების სახელით ყალბი კამპანიების ორგანიზება და მათი ვებ-გვერდების გამოყენება ინტერნეტ სივრცეში მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაუფლების მიზნით. ბოლო თვეების განმავლობაში,"ფიშინგ" შეტევები კატასტროფულადაა გაზრდილი ძირითადად განვითარებადი ქვეყნებიდან, მათ შორის აფრიკსია და აზიის ქვეყნებიდან. ამის შესახებ იუსტიციის სამინსიტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის ორგანიზებით, კიბერდანაშაულთან დაკავშიებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ასეთ ვებ-გვერდებზე გადასვლისას, მომხმარებლებს სთავაზობენ ინტერნეტ-ბანკის პაროლის და სხვა მონაცემების შეყვანას, რაც საბოლოოდ კიბერთაღლითობის მიზეზი ხდებააღსანიშნავია, რომ "ფიშინგ" საიტები მხოლოდ რამდენიმე დღით ცოცხლობენ და მათ შესახებ უწყება შეტყობინებას მაგალითად "გუგლში" გზავნის, რის შემდეგაც იბლოკება აღნიშნული საიტები. თუმცა შესაძლებელია, რომ ადგილობრივი ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მოხდეს ამ ვებ-გვერდების დაბლოკვა.