რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ლავროვის უწყება მიიჩნევს, საქართველომ და დასავლეთის ქვეყნებმა 2008 წლის აგვისტოში კავკასიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს. უწყების განმარტებით, იმის მაგივრად, რომ გამოეჩინათ ძალისხმევა წარსულის ტვირთის გადასალახად და ხელი შეეწყოთ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას, ოფიციალური თბილისი და მისი დასავლელი პარტნიორები ახორციელებენ ანტი-რუსულ ისტერიას, რეგიონის იარაღით ავსებას და საქართველოს ნატოსკენ უცერემონიოდ გაქაჩვას.