სწორი იქნება, თუ რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევა - ანატოლი ბიბილოვი - Palitra News

სწორი იქნება, თუ რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევა - ანატოლი ბიბილოვი

2019-08-07 17:35:57+04:00

„სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, „რესპუბლიკა უნდა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში და ოსი ხალხი უნდა გაერთიანდეს“. „ისტორიულად სწორი იქნება, თუ რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევა. არ შეიძლება ხალხმა გაყოფილად იცხოვროს“, - აცხადებს ბიბილოვი. მისივე აზრით „თუ ხალხი გაყოფილია, საერთო განვითარებამათ არ ექნება“.