2019 წლის ორ კვარტალში კომერციულმა ბანკებმა სავალუტო ოპერაციებიდან ჯამში, 138 მილიონ 260 ათას 611 ლარის მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27 მილიონ 100 ათას ლარზე მეტია. კერძოდ, კომერციული ბანკების ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ივნისში ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვით მთლიანად 111 მილიონ 154 ათას 56 ლარის შემოსავალი მიიღეს.ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით, ბანკების ხუთეულში ლიდერობს „საქართველოს ბანკი“ - 56 მილიონ 418 ათას 163 ლარით; მას მოსდევს „თიბისი ბანკი“ - 44 მილიონ 450 ათას 182 ლარით; მე-3 ადგილზეა „ვითიბი ბანკი“, რომლის შემოსავალმაც - 16 მილიონ 299 ათას 147 ლარი შეადგინა. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი „ლიბერთი ბანკი“და „ბანკი ქართუ“ ინაწილებენ, შესაბამისად, 5 მილიონ 171 ათას 560 და 2 მილიონ 352 ათას 560 ლარის შემოსავლით.