შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, წითელი ალმები თეთრით შეიცვლება. აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს. როგორც „პალიტრანიუსს “ შსს-დან აცნობეს, სულ 45 შეტყობინება დაფიქსირდა. გამოძახებების უმრავლესობა შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.