კომპანია A24-მა რობერტ ეგერსის საშინელებათა ფილმ „შუქურას“ (The Lighthouse) პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. უილემ დეფო შუქურის მცველის, რობერტ პატინსონი კი მისი თანაშემწის როლს ასრულებს. შუქურა კლდოვან კუნძულზე დგას, მთავარი გმირები კი უსაქმურობისა და მარტოობისგან შეშლის ზღვარზე არიან. უამინდობა, ალკოჰოლი და საშინელი მოგონებები მათ მეგობრობას სიძულვილად აქცევს. აშშ-ში ფილმის პრემიერა 18 ოქტომბერს გაიმართება.