გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს ინფორმაციით 30 ივლისს მთელ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხოლო დედაქალაქში ტემპერატურა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია +35+40 გრადუსი, მთაში +33+38 გრადუსი. 31 ივლისს და 1 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. თბილისში, 31 ივლისს +36 გრადუსი იქნება ხოლო დღის მეორე ნახევარში დროგამოშვებით შესაძლოა ქარის სიჩქარე 17-22 მ/წმ-მდე გაიზარდოს. უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 1-ელ აგვისტოსაც, ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება.