თუშეთში სამძებრო სამუშაოები განახლდა - გარდაცვლილებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია - Palitra News

თუშეთში სამძებრო სამუშაოები განახლდა - გარდაცვლილებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია

2019-07-28 13:23:59+04:00

თუშეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია. კერძოდ კი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა მამა და მისი ორი ვაჟი, რომელთაგან ერთი არასრუწლოვანია. ასე¬ვე, გარ¬დაც¬ვლებს შო¬რი¬საა სატ¬ვირ¬თოს მძღო¬ლი ზაურ გი¬გო¬ი¬ძე. ავარიის შედეგად ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები დღეს უკვე განახლდა. სამაშველო ბრიგადები 2 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, გუშინ ღამით ოთხი გარდაცლილი პროზექტურაში გადაასვენეს. ერთი გარდაცლილის გამოყვანა სპეცტექნიკის საშუალებით მოხდება. ის სატვირთოს ქვეშ არის მოყოლილი. შესაძლოა, სამძებრო სამუშაოებში მყვინთავების ჩართვაც გახდეს საჭირო. შეგახსენებთ, რომ გუშინ ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე კამაზის მარკის სატვირთო ავტომობილი, რომელშიც 12 მგზავრი იჯდა, რამდენიმე ასეული მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად სულ 5 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი საავადმყოფოშია მოთავსებული.