ნებისმიერ ბრალდებულთან სახელმწიფო უნდა იყოს მართალი 20-ით 0-ზე, - ასე ეხმაურება დავით უსუფაშვილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც პოლიტიკოსებისა და თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენებას ეხება. მისი თქმით, თუ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება ხელისუფლების მხრიდან ამ გზით გაგრძელდება, "ქართული ოცნება" 2020-მდე ვერ მივა.