ბიზნესმენმა, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის 5 წუთიანმა დაბარებამ პროკურატურაში, 8%-ით დააზარალა "თიბისი ბანკის" აქციები. ცნობისათვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისის“ აქციების ფასი 4.03%-ით არის შემცირებული. შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრების ბრალდებით წარუდგინა.