ბულგარული წიწაკა შეუცვლელი პროდუქტია ბავშვის კვებაში, მაგრამ როდის უნდა ვაჭამოთ პატარას პირველად და როგორ, ეს ყველამ არ იცის. არსებობს რამდენიმე წესი:ბულგარული წიწაკა სასარგებლო პროდუქტია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. წიწაკის ბავშვისთვის მიცემა, ისევე როგორც სხვა ბოსტნეულების, სიფრთხილეს საჭიროებს. ბულგარული წიწაკა უამრავ სასარგებლო ნივთიერებას და ვიტამინებს შეიცავს: ფოლიუმის მჟავას, A და B6 ვიტამინებს. C ვიტამინი ბულგარულ წიწაკაში უფრო მეტია, ვიდრე ლიმონში. ხოლო ბეტა კაროტინის შემცველობით სტაფილოს ჯობნის. ბულგარული წიწაკა შეიცავს ბავშვებისთვის აუცილებელ ნახშირწყლებს: გლუკოზას, საქაროზას, ფრუქტოზას. ისინი ეხმარებიან ბავშვს სიმაღლეში გაზრდას, მადისა და ენერგიის მომატებაში. ბულგარული წიწაკის ჭამა პატარას მოუწესრიგებს კუჭის მოქმედებას, ორგანიზმიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს. ვიტამინებთან ერთად, ბულგარული წიწაკიდან, ბავშვი იღებს მიკროელემენტებს: ნატრიუმს, კალიუმს, იოდს, მაგნიუმს, ფოსფორს, ფტორს, თუთიას, რკინას. ისინი აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების ჩასაცხრომად. ბულგარული პირველად ბავშვს შეგიძლიათ 10 თვის ასაკში გაასინჯოთ. აუცილებლად, თერმულად დამუშავებული.