გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალი მოხსენების თანახმად, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, მსოფლიოში 2 მილიარდ ადამიანს ჯანსაღ საკვებზე წვდომა არ აქვს. მოხსენების თანახმად, ამის გამო მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ამ ადამიანების უმეტესობა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ცხოვრობს.
გაეროს კვლევამ აჩვენა, რომ 2 მილიარდი მოქალაქიდან, ვინც ჯანსაღად კვებას ვერ ახერხებს 8% ევროპაში ცხოვრობს. "სურსათის და ფულის ნაკლებობა ადამიანებს აიძულებთ, რომ ჯანსაღ კვებაზე უარი თქვან, რაც ჭარბ წონას და სიმაღლეში ზრდის შეფერხებას იწვევს. მოქმედებს როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ განვითარებაზე“ - ნათქვამია კვლევაში.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში შიმშილობის მაჩვენებელი იზრდება.