ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ფედერაციული კომისია მომდევნო დღეების განმავლობაში კომპანია Facebook-თან შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადებს. შეთანხმება ითვალისწინებს კორპორაციის მხრიდან 5 მილიარდი დოლარის გადახდას პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას დაშვებული შეცდომების გამო. ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
თავად კომისიაში აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, მანამდე გამოცემა The Wall Street Journal-ი წერდა, რომ კომისიის ხუთი წევრიდან სამი აღნიშნულ შეთანხმებას მხარს უჭერს.
როგორც ცნობილია სავაჭრო ფედერაციულმა კომისიამ Facebook-ის წინააღმდეგ გამოძიება 2018 წელს დაიწყო. ძიების მიზანი იყო დაედგინათ, არღვევდა თუ არა კომპანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონს.