ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაჩერებლად, არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ახალი გენერალური დირექტორი აბსოლუტურად სწორს და კანონიერს უწოდებს ქიბარ ხალვაშისთვის წილების გადაფორმებას, რადგან ევროპულ სასამართლოს პროცესის შესაჩერებლად ტავის გადაწყვეტილებაში არანაირი ინტერპრეტაციის საფუძველი არ დაუტოვებია.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თანდართულ განმარტებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება.