გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე თავის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილავს. ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, გასაუბრების შემდეგ გააკეთა. მანვე ისაუბრა პოლიტიკურ ზეგავლენაზე წარმოთქმულ ბრალდებებზე და როგორც აღნიშნა, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, რაც თავისი დღევანდელი საქმიანობით დასტურდება.