გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი პოლისაქარიდებს მიეკუთვნება, ის ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ პრაქტიკულად არ აითვისება და წარმოადგენს ენტეროსორბენტს - ბოჭავს და გამოჰყავს საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ტოქსიური ნივთიერებები, როგორც აქტივირებულ ნახშირს. სპეციალისტები აღიარებენ გარგარის სასარგებლო თვისებებს, მაგრამ გადაჭარბებული რაოდენობით მის მიღებას არ გვირჩევენ. განსაკუთრებით თუ ადამიანს აქვს ჰეპატიტი - ამ დროს საჭიროა დღეში მხოლოდ ერთი გარგარის მიღება. გარგარში არსებული ბეტა-კაროტინი იშლება ღვიძლში, ხოლო მათთვის, ვისაც ღვიძლის დაავადებები აღენიშნება, ეს დამატებითი დატვირთვაა.გარგარი ცალსახად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ის გვეხმარება წონის დაქვეითებაში, თუ ამ ხილით ჩავანაცვლებთ მავნე ტკბილეულს. მაგალითისთვის 100 გრამი გარგარი შეიცავს 40 კალორიას, ხოლო 100 გრამი შოკოლადი 600 კალორიას. მთავარია კარგად გარეცხოთ გარგარი გამდინარე წყლით.