საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშას, გერბსა და "დავითნის" კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 28 ივნისის ბრძანებაშია აღნიშნული.როგორც გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. ამასთან, მისი გასაჩივრება დაინტერესებული მხარის მიერ ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შეიძლება.