შაორის ტბის მიმდებარედ დასუფთავების აქცია გაიმართა - Palitra News

შაორის ტბის მიმდებარედ დასუფთავების აქცია გაიმართა

2019-07-23 10:11:34+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, შაორის ტბის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიიღეს.

ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტებმა, მსახიობებმა და მედიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს - ტყეში უსაფრთხოების წესებიდაიცვან და იმ აკრძალვებს დაემორჩილონ, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება.